
• ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება - ზეპირი მოსმენების ჩატარება, საჩივრებზე/განცხადებებზე/წერილობით მოთხოვნებზე პასუხის პროექტის მომზადება;
• ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი;
• კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება;
• სააგენტოს სახელით დასადები მემორანდუმების, შეთანხმებების, ხელშეკრულებების მომზადება;
• სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;
• სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფებისა და სამსახურებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
• სამსახურის ამოცანების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა/წარმომადგენლობის განხორციელება;
• მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესის წარმართვა, დოკუმენტაციის განხილვა, გამოკვლევა, სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
• სამართლებრივი დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, წესდებების, კრების ოქმების, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების განხილვა, ურთიერთშესაბამისობის შემოწმება და ანალიზი
• სამართლებრივი განმარტებების მომზადება, განცხადებებზე/წერილობით მოთხოვნებზე პასუხის მომზადება, სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
• ადმინისტრაციულ ორგანოებთან კორესპონდენციის წარმობა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების, პასუხების მომზადება;
• საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი და სამსახურის საქმიანობაში იმპლემენტაციაში მონაწილეობა
• საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და პრაქტიკასთან შესაბამისობისათვის სათანადო ზომების მიღება, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა
• რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
• უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს აპარატის ცალკეული დავალებების შესრულება
• საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებში დახმარების გაწევა
• სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების პროექტების მომზადება