Მასწავლებელი/მასწავლებელის Ასისტენტი
საბავშო ბაღი ფელიქსი. Felix Kindergarten
Თბილისი
11.2024 - 04.2025
- ვმუშაობდი, აქტიურად ვერთვებოდი ბავშვებთან ყოველდღიურ საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში.
- ვიღებდი მონაწილეობას მრავალფეროვან თამაშებსა და ჯგუფურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობდა ბავშვების სოციალურ, ემოციურ და მოტორულ განვითარებას.
- ვატარებდი წიგნიერების საათებს – ვკითხულობდით და განვიხილავდით ასაკობრივად შესაბამის ლიტერატურას.
- ბავშვებთან ერთად ვაკეთებდი მარტივ საბუნებისმეტყველო ცდებს, რაც აყალიბებს კვლევით ინტერესსა და დაკვირვების უნარს.
- კვირაში ორჯერ ვუყურებდით 10-წუთიან შემეცნებით ვიდეოებს და ვმსჯელობდით ნანახზე ცოდნის გაღრმავების მიზნით.
- ვაწყობდი ხატვის, ხელსაქმის და სხვა ვიზუალურ-შემოქმედებით აქტივობებს ბავშვების ფანტაზიის და თვითგამოხატვის წახალისებისთვის.
- ვმართავდი როლურ თამაშებს, რომლებიც ავითარებს ბავშვების მეტყველებას, ემპათიისა და თანამშრომლობის უნარს.
- ვგეგმავდი და ვახორციელებდი თემატურ კვირეულ აქტივობებს საგნობრივი მიმართულებებით (ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ლიტერატურა).
- ვაგროვებდი ბავშვების ინდივიდუალურ ნამუშევრებს და ვამზადებდი პორტფოლიოებს.
- მშობლებთან მქონდა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც განვიხილავდით ბავშვის პროგრესსა და საჭიროებებს.