გამორჩეული მიღწევები:
პრაქტიკული გამოცდილება:
ჟურნალისტიკა მეტი ცვლილებებისთვის
ჟურნალისტიკაში პროექტების აწყობა ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ სარედაქციო იდეის შექმნას, არამედ მის სრულ რეალიზაციას – თემის შერჩევიდან, რესერჩიდან, მასალის დამუშავებამდე და ვიზუალური პრეზენტაციის ჩათვლით.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოცდილება იყო სტუდენტური პროექტი „სხვა რაკურსი“, რომლის გამარჯვებულიც გავხდი. ამ პროექტში მე ვიყავი პასუხისმგებელი თემის შერჩევაზე, რესპონდენტებთან მუშაობაზე და საბოლოო მასალის მონტაჟზე. გარდა ამისა, შევქმენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „პატარა ქუჩის დიდი ისტორია“, სადაც სწორედ მცირე დეტალებიდან შევეცადე მსმენელს უფრო ღრმა სოციალური კონტექსტი გამეცნო.
ასევე მიმუშავია ინტერვიუებზე, რომლებიც ბლოგპოსტის ფორმატით გამოქვეყნდა. ამ პროცესში დამოუკიდებლად ვაწარმოებდი ინტერვიუს დაგეგმვას, კითხვების შედგენას, ჩანაწერის წარმოებას და ტექსტის რედაქტირებას. ეს გამოცდილება განსაკუთრებით გამიმძაფრა პასუხისმგებლობა მასალასთან და აუდიტორიასთან.
დამატებით გავიარე პროფესიული კურსები ჟურნალისტიკაში, სადაც პრაქტიკულად ვისწავლე როგორც სიუჟეტის აგება, ასევე მისი ტექნიკური შესრულება.
ჟურნალისტიკაში პროექტების აწყობა ჩემთვის არის საკუთარი იდეის ხმამაღლა თქმა და მისი სიცოცხლის შთაბერვა – რეალური ამბების მოყოლით და ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებით.
ჟურნალისტიკა მეტი ცვლილებებისთვის
სხვა რაკურსი
საუკეთესო ხმა