ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიანი კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და ეფექტური გუნდური მუშაობა - ის კრიტერიუმებია, რომელთა განვითარებასაც წარსულში დაკავებულმა სამუშაო პოზიციებმა შეუწყო ხელი. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მევალებოდა გავცნობოდი ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანური რესურსების მართვა, შრომითი უფლებები, სოციალურ-კულტურული თუ შემეცნებითი საკითხები ან პოლიტიკური თემები და სხვა. თემათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საჭიროება მოითხოვდა აქტიურ გუნდურ ჩართულობას, რესპონდენტებთან ინტენსიური და გრძელვადიანი კომუნიკაციის ქონას, ინტერვიუების ჩატარებასა და სამუშაო პროცესის გასამარტივებლად ინკლუზური გარემოს შექმნას. ამ ყველაფერს, გარდა სამუშაო გამოცდილებისა, უნივერსიტეტის კულუარებში მიღებულმა, მრავალფეროვანმა, გამოცდილებამაც შეუწყო ხელი. ბუნებრივია, თითოეული პროფესია სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, თუმცა არ ახალია, რომ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია და გვიანიც არასდროს არ არის. სწორედ ამანვე გადამაწყვეტინა გამოვხმაურებოდი თქვენს ვაკანსიას და ბედი მეცადა იქ, სადაც შესაძლოა ბევრი გამოწვევა შემხვდეს, მაგრამ 'ადამიანურმა' შეცდომებმა ბევრი ცოდნაც შემძინოს.
გადაღებებზე სიარული, სიუჟეტის მომზადება, ტექსტის წერა და მონტაჟი. ძირითადი თემები: რელიგია, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სოციო-ეკონომიკური საკითხები.
გთავაზობთ რამდენიმე სიუჟეტის ლინკს:
სტაჟირების პროგრამაზე უნივერსიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამიშვა, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის მიმართულებით. დაკისრებულ მოვალეობებში შედიოდა: დოკუმენტების დამუშავება, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მოთხოვნა და დამუშავება, რესპონდენტებთან კომუნიკაცია, ინტერვიუების ჩატარება.
05/06/2000
https://sjss.tsu.ge/img/davidiani-khardzian1.pdf